თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საწავლო პროცესი დაიწყება:
- I-IV კლასების მოსწავლეებისთვის - 14:00 საათზე;
- V-IX კლასების მოსწავლეებისთვის - 10:00 საათზე;
- X-XII კლასების მოსწავლეებისთვის - დისტანციურად.
47-ე სკოლაში:
- I-VI კლასების მოსწავლეებისთვის - 09:00 საათზე;
- VII-X კლასების მოსწავლეებისთვის - 12:00 საათზე;
- XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის - დისტანციურად.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო. ამ დროიდან სრულად აიკრძალა ავტომობილებისთვის გადაადგილება.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისის ცენტრში მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესში ე.წ. ელბაქიძის დაღმართიდან ჭოველიძის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა 10 სექტემბრისთვის იგეგმება.
- კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
- ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.
ფორუმი