არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ეს გეგმა მსგავსი იქნება იმ პროცესისა, რასაც მან „რევოლუცია“ უწოდა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, სადაც ებრალების დასახლებების მშენებლობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა.
„დღეს მე წარმოგიდგენთ პარტია „რელიგიური სიონიზმის“ გეგმას ნეგევისა და გალილეის იუდაიზაციის შესახებ: იმ რევოლუციას, რაც განვახორციელეთ იუდეასა და სამარიაში — განვახორციელებთ ნეგევსა და გალილეაშიც, თანაც მასშტაბურად“, — დაწერა მან X-ზე, სადაც პალესტინელთა ტერიტორიების - იორდანეს დასავლეთ ნაპირის აღსანიშნავად ბიბლიური სახელწოდებები გამოიყენა.
მისმა პარტიამ X-ზე გამოაქვეყნა “ხელოვნური ინტელექტით” შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს ორი არაბი კაცი, რომლებიც ყვირიან და ტირიან შეთავაზებული გეგმის გამო.
ნეგევი, ისრაელის სამხრეთით, და გალილეა, ჩრდილოეთით, ის რეგიონებია, სადაც დიდი რაოდენობით ისრაელელი არაბები ცხოვრობენ.
ისრაელის არაბული უმცირესობის უმეტესობა თავს პალესტინელად მიიჩნევს. ისინი არიან ის ადამიანები ან მათი შთამომავლები, რომლებიც დარჩნენ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე 1948 წელს მისი შექმნის შემდეგ. ისინი ქვეყნის 10.2-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 21 პროცენტს შეადგენენ.
სმოტრიჩმა განაცხადა, რომ მიზანია „დამატებით ერთი მილიონი ებრაელი ნეგევსა და გალილეაში, 40 ახალი დასახლება, ათობით ფერმა, არსებული დასახლებების გაფართოება და ასობით ათასი საცხოვრებელი ბინა“.
„ჩვენ გავაუქმებთ არაგონივრულ გეგმებს არაბულ დასახლებებში, რომლებმაც მიითვისეს მიწები და საფრთხეს უქმნიან რეგიონში ებრაულ დასახლებებს“, — დასძინა მან.
სმოტრიჩმა პირობა დადო, რომ დაარსდება ინდუსტრიული და დასაქმების ზონები და განაცხადა, რომ მისი პარტია მომავალი მთავრობისგან მოითხოვს „ბარიერების მოხსნას და საკვანძო პოზიციებზე სიონისტი პროფესიონალების დანიშვნას“.
ისრაელი უახლოვდება არჩევნებს, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, სადაც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რთული ბრძოლა ელის.
მიმდინარე გამოკითხვების თანახმად, სმოტრიჩის პარტია, რომელიც ნეთანიაჰუს კოალიციის წევრია, მომდევნო პარლამენტში შესასვლელად საჭირო საარჩევნო ბარიერის გადალახვის ზღვარზეა..
ისრაელს 1967 წლიდან ოკუპირებული აქვს იორდანეს დასავლეთი ნაპირი, სადაც 500 000-ზე მეტი ისრაელელი ცხოვრობს დასახლებებში, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება. ამ ტერიტორიაზე მკვიდრი - დაახლოებით სამი მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.
ისრაელის მინისტრმა არაბებით დასახლებული პუნქტების „იუდაიზაციის“ გეგმა წარადგინა
ისრაელის ულტრამემარჯვენე ფინანსთა მინისტრმა 27 აგვისტოს წარმოადგინა თავისი პარტიის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ებრაელი მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრ გაზრდას ქვეყნის იმ ორ რეგიონში, სადაც დიდი რაოდენობით ისრაელელი არაბები ცხოვრობენ.
ფორუმი