Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში, რეივ-წვეულებაზე სროლის შედეგად ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ეჭვმიტანილს ეძებენ

პოლიციელები ინციდენტის არეალში. აარაუ, შვეიცარია. 30 აგვისტო. 2026 წელი. ერთი ქალი მოკლეს რეივ-წვეულებაზე სროლისას
პოლიციელები ინციდენტის არეალში. აარაუ, შვეიცარია. 30 აგვისტო. 2026 წელი. ერთი ქალი მოკლეს რეივ-წვეულებაზე სროლისას

შვეიცარიის ქალაქ აარაუში, რეივ-წვეულებაზე სროლის შედეგად 22 წლის ქალი დაიღუპა, ხოლო ხუთი ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი სერიოზულად, განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ 30 აგვისტოს.

Reuters-ის ცნობით, რომელიც პოლიციის განცხადებას ეყრდნობა, ყველა მსხვერპლი შვეიცარიის მცხოვრებია და 20-დან 30 წლამდე ასაკისათ და მიმდინარეობს ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია, ხოლო ქალაქის დიდ ნაწილში მოძრაობა გადაკეტილია.

პოლიცია საზოგადოებას ინციდენტის ამსახველი ნებისმიერი ფოტო თუ ვიდეომასალის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

34 წლის მოწმემ, რომელმაც ანონიმურობის შენარჩუნება ითხოვა, Reuters-ს განუცხადა, რომ სროლის ხმა კვირას, ღამის 2:30 საათზე, მუსიკის შეწყვეტიდან მალევე გაიგონა, რაც თავდაპირველად ფეიერვერკის ხმა ეგონა.

პოლიციის ცნობით, 22 წლის ქალი მიღებული დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. უსაფრთხოების ზომების მისაღებად გაზარდეს პოლიციელთა რაოდენობა ქალაქის ფარგლებს გარეთაც — ციურიხიდან დასავლეთით დაახლოებით 50 კმ-ში.

ორგანიზატორების ვებგვერდზე ღონისძიება გამოცხადებული იყო როგორც ტექნო-წვეულება გადახურულ იპოდრომზე, სადაც 3 500 ადამიანის დასწრება იყო მოსალოდნელი.

შვეიცარიაში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, თუმცა შეიარაღებული თავდასხმები იშვიათია, ხოლო 2019 წელს ქვეყანამ იარაღის კონტროლის უფრო მკაცრი წესები დაამტკიცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG