„მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნება მიღებული“, - განაცხადა მიქანაძემ.
განათლების მინისტრის განცხადებით. უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე, რის მერეც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ პროგრამებზე.
2025 წელს ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი, უმაღლესში (ბაკალავრიატი) ჩაირიცხა 31 704 ადამიანი.
განათლების სამინისტროში ამბობდნენ, რომ უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის რამე სპეციალური ღონისძიებები არ იგეგმებოდა. რომ მათთვის თავიდანვე იყო შეთავაზებული ალტერნატივად პროფესიული სასწავლებლები და "ნაწილმა ეს შანსი გამოიყენა კიდეცო".
ეროვნული გამოცდების შედეგებმა აბიტურიენტებსა და საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოწვია. ისინი მოითხოვდნენ განათლების რეფორმით დაზარალებულების უფლებების დაცვას.
განათლების რეფორმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ ერთი წლის წინ დაიწყო. საზოგადოებისა და ექსპერტების პროტესტის მიუხედავად, მოკლე დროში ძირფესვიანად შეიცვალა როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების სისტემა. შეიკვეცა და გაუქმდა ფაკულტეტები, შეიცვალა სახელმძღვანელოები და სკოლაში ჩაცმის წესიც კი.
ფორუმი