ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი შეტევა მიიტანეს ირანზე.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) 30 ივლისს განაცხადა, რომ ირანის მცდელობას, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე მიეტანა სარაკეტო შეტევა, დარტყმის „მძიმე ტალღით” უპასუხეს.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ირანში დაარტყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით ობიექტს, მათ შორის სამეთაურო ცენტრებს, რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილებს, სანაპირო მეთვალყურეობის და საზღვაო ობიექტებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმები იყო ხუზისტანის პროვინციის რამდენიმე ქალაქსა და კუნძულ ყეშმზე, სადაც დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
ირანზე მორიგ დარტყმას CENTCOM-მა უწოდა პასუხი ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკულ ძალებზე შეტევის მცდელობაზე, რომელიც 28 ივლისს იყო.
ამ დღეს ირანის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ამერიკულ ბაზაზე იორდანიაში. ამერიკელი სამხედროების თანახმად, ირანული რაკეტები მოიგერიეს.
ფორუმი