Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბელგოროდის ოლქზე თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა

ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვის შედეგები, 2026 წლის 31 აგვისტო
ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვის შედეგები, 2026 წლის 31 აგვისტო

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამი დაღუპულისა და 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ შუვაევმა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 147 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.

შუვაევის თანახმად დაღუპულებს შორის ერთი 16 წლის ბიჭია, ორი კაციდან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა მოზარდი. ექვი მათგანი კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში, მძიმედაა ხუთი ზრდასრულიც.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ურალის ფედერალურ ოლქში არტიომ ჟოგამ განაცხადა რამდენიმე ბინა დაზიანდა ეკატერინბურგში საცხოვრებელ კორპუსზე დრონი დაცემის შედეგად.

დრონი ეკატერინბურგის ჩკალოვის რაიონში მდებარე მრავალსართულიან შენობას დაეცა.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დაზიანებული ბინების მცხოვრებლები ევაკუირებულები არიან.

ეკატერინბურგი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1500 კილომეტრში მდებარეობს.

ჟოგას თქმით, აღკვეთეს სვერდლოვსკის ოლქში ერთ-ერთი სავაჭრო კომპანიის საწყობზე თავდასხმა. დრონის ნამსხვრევები შენობის მახლობლად ჩამოვარდა.

უკრაინული Telegram-ის არხები იუწყებიან, რომ დარტყმის სამიზნე Wildberry-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო, ერთ-ერთი დრონი კი საწყობიდან სულ რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. ობიექტზე თავდასხმა უკვე განხორციელდა - 7 აგვისტოს დილით კომპანიამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ საწყობში ხანძრის შესახებ განაცხადა.

31 აგვისტოს დილის ანგარიშში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რამდენიმე ოლქში, ანექსირებულ ყირიმისა და შავი ზღვის თავზე 239 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.

უკრაინაზე თავდასხმა

თავის მხრივ რუსული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვის თანახმად, დაშავებულია 71 წლის ქალი და 65 წლის კაცი. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

რუსეთს ზაპოროჟიეზე თავდასხმების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრიც, რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა ტელეგრამაში დაწერა, რომ დაღუპულია ერთი ქალი და ერთი კაცი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხერსონის ოლქში, მათ შორის ქალაქ ხერსონში, რუსული თავდასხმების შედეგად 43 დასახლებული პუნქტი დაზარალდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქში დონეცკის სათბობ-ენერგეტიკული კომპანიის (ДТЭК) შახტი დაბომბა, ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს დღეს, 31 აგვისტოს. სამრეწველო ობიექტზე ერთი ადამიანის დაშავების შესახებ იტყობინებიან.

რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ მიზანმიმართულ ხასიათს.

რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსეთის არმია განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სრულმასშტაბიანი ომის დროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG