მთავრობის სახლთან ბათუმელების ნაწილი აქციას ყოველდღიურად მართავს. მათი მოთხოვნა უცვლელია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. მათ ისინი „რეჟიმის ყვეებად“ მოიხსენიებენ.
ვიდეოკადრებში, რომელიც ადგილობრივმა გამოცემამ „ბათუმელებმა“ გაავრცელეს, ჩანს, რომ ერთ-ერთი ქალი დემონსტრანტებს ქოლგას უღერებს.
„ამან დამარტყა ქოლგა“, - ისმის ვიდეოჩანაწერში.
ამავე ვიდეოში კონფლიქტში ჩართული ერთ-ერთი ქალი ჰყვება, რამ გამოიწვია უთანხმოება:
„ჩემმა გოგომ ბავშვს მიმართა რუსულად ცოტა გაჩერდიო. რომ გაიგეს რუსულად მიმართა, დაუწყო ყვირილი „რუსეთი ოკუპანტია“. მე ვთხოვე, ქალბატონო ბავშვია, პოლიტიკაზე ბავშვთან...“
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 126-ე, ძალადობის მუხლით.
ფორუმი