„ერთი წელი გადის, რაც ე.წ. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი სუსმა წაიღო... ხელთ მაქვს განაჩენი, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ლევან ხაბეიშვილს...
თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ გახსენით ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი, 10 წელიც რომ გავიდეს, თქვენ ამ ტელეფონს ვერ გახსნით“, - თქვა ტყეშელაძემ.
მან სუსთან გამართულ ბრიფინგზე მობილური ტელეფონის გადაცემა მოითხოვა.
- სამი თვის წინ, 21 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების“ საქმეებზე.
- ის გაასამართლეს „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის“ კვალიფიკაციით;
- ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა;
- ის დაადანაშაულეს სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ქრთამის, „200 000 დოლარის საჯაროდ შეთავაზებაში“.
- დაკავებიდან მალევე მას ახალი ბრალდებაც წარუდგინეს - ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება;
- მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენის გამოცხადების დროს ბრალი გადააკვალიფიცირა.
ფორუმი