რიაზანის ოლქის გუბერნატორი, პაველ მალკოვი იუწყება ხანძარზე "ერთ-ერთ საწარმოში". სამეთვალყურეო პროექტი ASTRA, თვითმხილველების ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმა განხორციელდა რიაზანის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე, რომელიც "როსნეფტის" საკუთრებაა. საწარმოში გაჩნდა ხანძარი.
რიაზანში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთი უმსხვილესია რუსეთში, მისი მოცულობა შეადგენს 17 მილიონამდე ტონა ნავთობს წელიწადში. უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, ეს საწარმო რამდენჯერმე გახდა უკრანის დრონების სამიზნე, მათ შორის 2026 წლის მაისსა და ივლისში.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, რიაზანსა და საპოჟკოვსკის რაიონში დრონების დამტვრევებმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როსტოვის ოლქიდან გუბერნატორი იური სლიუსარი წერს, რომ რეგიონის თავზე 30-მდე დრონი გაანადგურეს. დონის როსტოვში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. დაშავდა სამი ადამიანი - მათგან ორი, ერთი ბავშვის ჩათვლით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფორუმი