Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად

კიევზე წუხანდელი თავდასხმის შედეგები. 8 სექტემბერი, 2026 წელი
კიევზე წუხანდელი თავდასხმის შედეგები. 8 სექტემბერი, 2026 წელი

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა კიევს 8 სექტემბრის ღამით ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, რასაც, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის ჯარების წუხანდელი დარტყმების ძირითადი მიმართულება იყო ოდესისა და კიევის ოლქები, დარტყმები 29 ადგილას განხორციელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 8 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა დარტყმები განახორციელეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით.

საჰაერო ძალების მონაცემების კომენტირებისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიერ რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების აუცილებლობას.

რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინის ყველა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით - დრონებით, რაკეტებით, მძიმე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ მიზანმიმართულ ხასიათს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მიზანმიმართული დაბომბვა, რათა მოსახლეობას არ მიეწოდოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, კომუნიკაციები, სამედიცინო მომსახურება და სხვა აუცილებელი სერვისები, გენოციდის აქტებს წარმოადგენს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG