ვის შეეძლება განაცხადის გაკეთება?
უნივერსიტეტებში: ვინც თითოეულ საგანში გადალახა მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ ჩაირიცხა ვერცერთ უნივერსიტეტში;
კოლეჯებში: ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
როდის გამოქვეყნდება ვაკანტური ადგილები?
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლებული ცნობარი 11 სექტემბერს გამოქვეყნდება.
როდის უნდა შეივსოს განაცხადი?
14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის აბიტურიენტი, რომელიც უკვე გახდა სხვა სასწავლებლის სტუდენტი.
ოფიციალური მონაცემები
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით: 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი;
- 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
- სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 17 862 აბიტურიენტი მოხვდა, კერძოში - 11 619;
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3 141-მა აბიტურიენტმა (1 322 - სახელმწიფო პროგრამებზე, 1 819 - კერძოზე);
- 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
- 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
ფორუმი