კრივოი-როგი და ხმელნიცკი
ცხრიდან ათი სექტემბრის ღამით დარტყმა იყო კრივოი-როგსა და ხმელნიცკიზე.
ქალაქ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ოლექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო ხუთ ადგილზე, სადაც დაზიანებულია სახლები, სასწავლო და კულტურის დაწესებულებები და ბიზნეს-ობიექტები. დაჭრილია ხუთი ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული დრონებით შეტევამ ქალაქ ხმელნიცკიში ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი ბაზრის ტერიტორიაზე. ცეცხლის ქრობისას მოხდა განმეორებითი აფეთქება, რის შედეგადაც 4 მაშველი დაიჭრა.
სუმი და ხარკოვი
9 სექტემბერს ღამით დრონებით შეტევა იყო ქალაქ სუმიზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სავაჭრო-გასართობი ცენტრი.
დაიღუპნენ 21 წლის ბიჭი და გოგო. დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ცენტრის შენობა დამწვარი და დაზიანებულია.
ღამით რუსული დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
ფორუმი