Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის მოზარდი დააკავეს

მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე.
მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე.

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდმა მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულია არასრულწლოვანი ბიჭი, დავით ნარიმანიძე.

ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ 10 სექტემბერს 17 წლის მოზარდი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა“, - აცხადებენ შსს-ში.

დავით ნარიმანიძე თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში მე-10 კლასამდე სწავლობდა.

„იგი გამორჩეული იყო თავისი წესიერებით, კეთილშობილებით, ზრდილობითა და საუკეთესო თვისებებით. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მასწავლებლებსა და მეგობრებს ამ უდიდეს და უმძიმეს დანაკარგს“, - წერს სკოლა.

მედიის ცნობით, მკვლელობა ლოტკინზე ერთ-ერთ „დრაივთან“ - საკვებ ობიექტთან - მოხდა, იგი ცივი იარაღი მოკლეს და ადგილზე დატოვეს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG