Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და Ozon-ის საწყობები - სარატოვზე დრონებით შეტევა იყო

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2026 წლის მაისშიც
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2026 წლის მაისშიც

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სარატოვში. მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, დრონებით შეტევა იყო სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრზე.

11 სექტემბერს გამთენიისას სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მოკლე ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სარატოვში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ხანძრები გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრში.

სარატოვში მდებარე ლოგისტიკის ცენტრზე დრონებით შეტევა და ხანძარი დილით დაადასტურა კომპანია Ozon-ის პრესსამსახურმა. ობიექტმა მუშაობა შეაჩერა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

  • სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“, უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ. 2025 წლიდან ამ საწარმოზე 15-ზე მეტი დარტყმა იყო.
  • 2026 წლის ზაფხულიდან უკრაინა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უტევს ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების, Ozon-ის და Wildberries-ის საწყობებს.

კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა. რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.




ფორუმი

XS
SM
MD
LG