Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა სანქციები გააფართოვა პროირანული დაჯგუფებების მხარდამჭერთა წინააღმდეგ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 10 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სანქციები გააფართოვა იმ კომპანიების და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ ეხმარებიან.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 10 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სანქციები გააფართოვა იმ კომპანიების და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ ეხმარებიან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები გააფართოვა იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ვაშინგტონის თანახმად, დახმარებას უწევენ ირანის მიერ მხარდაჭერილ, ახლო აღმოსავლეთში მოქმედ შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

სანქცირებულთა შორის არიან ერაყის, ლიბანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და თურქეთის იურიდიული და ფიზიკური პირები. ისინი, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დახმარებას უწევენ პროირანულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიბანში და „კატაიბ ჰეზბოლას“ ერაყში.

  • „ჰეზბოლას“, რომელიც შეიარაღებული დაჯგუფება და პოლიტიკური პარტიაცაა და სამხრეთ ლიბანის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, აშშ და ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. ევროკავშირს ტერორისტულად ჰყავს გამოცხადებული „ჰეზბოლას“ სამხედრო ფრთა.

კავშირები რუსეთთან

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ერთ-ერთი სანქცირებული კომპანიის, Ain Al-Iraq-ის მონაწილეობით ერაყის მთავრობის გარიგებები მოიცავდა ოპერაციებსაც რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან სამხედრო დანიშნულების კომპონენტების შესაძენად.

სანქციების საკითხებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დემოკრატიის დაცვის ფონდის წარმომადგენელმა მაქს მეიზლიშმა რადიო თავისუფლებას განუცხადა რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ერაყში მოქმედი პროირანული ძალები, არამედ ამ ქვეყნის მთავრობაც ფაქტობრივად დააკავშირა თავდაცვის სფეროში გარიგებებთან, რომლებშიც ჩინეთი, რუსეთი და ირანი მონაწილეობენ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG