Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ძალებმა დაარტყეს კრივოი როგს და ოდესას, არის მსხვერპლი

ოდესა რუსეთის იერიშის შემდეგ, 2026 წლის 12 სექტემბერი
ოდესა რუსეთის იერიშის შემდეგ, 2026 წლის 12 სექტემბერი

12 სექტემბერს, გამთენიისას რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში განთავსებულ საწარმოზე. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაჭრილია ორი პირი - იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ 64 წლის ქალი და 37 წლის კაცი, დაიჭრა 59 წლის ქალი - იუწყება ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭო. ინციდენტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ სახლი სრულად დანგრეულია, მეხანძრეები ნანგრევებში ცეცხლს აქრობენ.

ოდესაში რუსეთის დრონი მოხვდა 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს. დაიჭრა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის ხუთი თვის ბავშვი - იუწყება ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია. შვიდი პირი, ბავშვის ჩათვლით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის არმიამ თავდასხმებისას გამოიყენა ბალისტიკური, ფრთიანი და მართული რაკეტები და 129 დრონი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა სამხედრო სამიზნეებზე ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და ოდესაში.


ფორუმი

XS
SM
MD
LG