Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლუკა ეხვაია, „ფუკოს ქანქარის“ დამფუძნებელი

ლუკა ეხვაია, ტიკტოკ-არხ „ფუკოს ქანქარის“ დამფუძნებელი, რომელიც ყაველაშვილის მრჩევლად მუშაობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს.
ლუკა ეხვაია, ტიკტოკ-არხ „ფუკოს ქანქარის“ დამფუძნებელი, რომელიც ყაველაშვილის მრჩევლად მუშაობდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს.

„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა თავისი მრჩეველი საგარეო საკითხებში, ლუკა ეხვაია.

ლუკა ეხვაიას, ტიკტოკ-არხის, „ფუკოს ქანქარის“ თანადამფუძნებელს, სხვადასხვა დროს ეკავა პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციები.

  • ლუკა ეხვაია აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაწყვეტას მიიჩნევს „დიდ ნაბიჯად დეკოლონიზაციის გზაზე“;
  • ის თვლის, რომ საჭიროა, საქართველო რეგიონულ „3+3“ ფორმატში ჩაერთოს;
  • 2025 წლის აპრილში აცხადებდა, რომ ფიქრობს, „ქართულ ოცნებაში“ არსებობს მზაობა, რომ აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით არ შეიცვლებოდა.
  • იგი ყაველაშვილის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში 2025 წლის პირველ ნახევარში დაინიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, რომ ლუკა ეხვაია არის საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და სპეციალისტი.

  • „მას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული, ხოლო ბოლონიის უნივერსიტეტში - პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი.
  • „იგი ასევე იყო ლაიფციგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის გლობალური და რეგიონული კვლევების მიმართულების დოქტორანტი, მოგვიანებით კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი“, - წერია 14 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყაველაშვილის მრჩევლის პოზიციაზე საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ლუკა ეხვაია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 6424 ლარს იღებდა ანაზღაურების სახით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG