Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი „ინერციით“ თითის მიჭერით ხსნის გახარიას პარტიის კანონპროექტზე მხარდაჭერას

გია ვოლსკი
გია ვოლსკი

მე-10 მოწვევის პარლამენტში დღეს, 15 სექტემბერს, კენჭი უყარეს ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, უნდა გაუქმებულიყო ყველა ის ცვლილება, რომლებმაც 2024 წლის შემდეგ დემონსტრაციის გამართვის წესი გაამკაცრა.

კენჭისყრის დაწყებამდე თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კოლეგები გააფრთხილა, გაეთვალისწინებინათ, რომ კენჭისყრაზე შეკრება-მანიფესტაციების შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივა განიხილებოდა. ამის მიუხედავად, მისმა 14-მა თანაგუნდელმა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ორმა დეპუტატმა „ხალხის ძალიდან“, მხარი მაინც დაუჭირეს კანონპროექტს.

რის გაუქმებას ითხოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია?

  • საავტომობილო გზასა და ტროტუარზე პროტესტის დროს ადმინისტრაციული პატიმრობისა და განმეორების შემთხვევაში ერთწლიანი პატიმრობის გაუქმებას;
  • დემონსტრანტებს კვლავ ჰქონოდათ შესაძლებლობა ყველა იმ ნივთის მიტანის, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით არ არის დასჯადი (ფერადი ბოლი, ლაზერი, პირბადე და ა.შ.);
  • გაუქმებულიყო აქციის ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირების ვალდებულება.

ვინ დაუჭირა მხარი?

კანონპროექტს მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა:

  1. ირაკლი კირცხალიამ;
  2. თორნიკე ბერეკაშვილმა;
  3. ისკო დასენმა;
  4. ზაალ დუგლაძემ;
  5. ვახტანგ თურნავამ;
  6. სამველ მანუკიანმა;
  7. ანტონ ობოლაშვილმა;
  8. ნიკოლოზ სამხარაძემ;
  9. ალუდა ღუდუშაურმა;
  10. გოდერძი ჩანქსელიანმა;
  11. ვასილ ჩიგოგიძემ;
  12. თეა წულუკიანმა;
  13. გივი ჭიჭინაძემ;
  14. გიორგი ჭყონიამ.

„ხალხის ძალის“ ორმა დეპუტატმა:

  1. გურამ მაჭარაშვილმა;
  2. ეკა სეფაშვილმა.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?

მმართველ პარტიაში ტექნიკური ხარვეზით ახსნეს გახარიას პარტიის ინიციირებული კანონპროექტის მხარდაჭერა:

„ეტყობა, ინერციით რომ ვაჭერდით იმას [ღილაკს], ეტყობა, ინერციით დააჭირეს... [14 დეპუტატს] შეიძლება აერია“, - თქვა გია ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

„TV პირველის“ ჟურნალისტი ესაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიასაც.

„პარტიამ, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი გვაქვს შეტანილი და რომლის გაუქმებასაც ველოდებით, უბრალოდ, არასერიოზულია ამ თემის აწევის...“

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, კენჭისყრას არ ესწრებოდა და „ვინ მისცა ხმა მის ნაცვლად“, დეპუტატმა ასე უპასუხა: „მით უმეტეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა ტექნიკური ხარვეზის“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG