უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, მიიღო 252 ცხედარი. რუსული მხარის მტკიცებით, ყველა ცხედარი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნის. უკრაინა ცხედრების იდენტიფიცირებას დამოუკიდებლადაც ჩაატარებს.
რუსულ მხარეს 23 ცხედარი გადასცეს.
გაცვლა ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ნოვაია გუტასთან“ შედგა.
მანამდე დაღუპულთა ცხედრები უკრაინამ და რუსეთმა 2026 წლის 13 აგვისტოს გაცვალეს. მაშინ უკრაინას 261 ცხედარი, ხოლო რუსეთს 24 ცხედარი გადაეცა.
2026 წლის დასაწყისიდან რუსეთმა და უკრაინამ დაღუპულთა ცხედრები რვაჯერ გაცვალეს. 17 სექტემბრის გაცვლის გათვალისწინებით, რუსეთის მხარემ უკრაინას სულ 5064 ცხედარი გადასცა, უკრაინამ კი რუსეთს - 266.
დაღუპული მებრძოლების ყველაზე ბევრი ცხედარი მხარეებმა 29 იანვარს, 26 თებერვალსა და 9 აპრილს გაცვალეს. თითოეულ შემთხვევაში უკრაინას 1000-1000 ცხედარი გადასცეს. ამის შემდეგ გადაცემული ნეშტების რაოდენობა შემცირდა: მაისში - 528, ივნისში - 522, ივლისში - 501, აგვისტოში - 261, ხოლო სექტემბერში - 252.
უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ ყოველი გადაცემის შემდეგ ნეშტებს ექსპერტიზა უტარდება, მათი დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისთვის.
ფორუმი