Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი: ყაველაშვილი ჩვენს ხუთეულში უნდა ყოფილიყო, თუმცა „ოცნების“ სიაში აღმოჩნდა

„არ დარჩა ქალაქი თუ სოფელი, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს არ იბირებდა“ - ირმა ინაშვილი
„არ დარჩა ქალაქი თუ სოფელი, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს არ იბირებდა“ - ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ „აღმოჩნდა“.

„2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი პატრიოტთა ალიანსის სიის ხუთეულში უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეცრად, რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ სიაში აღმოჩნდა“, - წერს ინაშვილი 17 სექტემბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

პოლიტიკოსი, - რომელიც რომელიც ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამო ბოლო პერიოდში კვლავ აქტიურად დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“, - ამბობს, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა.

„არ დარჩა ქალაქი თუ სოფელი, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს არ იბირებდა ან ჩვენი პარტიის ავტორიტეტულ წევრებს არ არიდებდა პოლიტიკას“, - წერს ის და 2016-20 წლების არჩევნებზე მიუთითებს. „განსაკუთრებით მასშტაბური იყო ეს პროცესი 2020 წელს“.

„ქართულ ოცნებას“ ან ყაველაშვილს ჯერჯერობით საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

  • მიხეილ ყაველაშვილი, - პროფესიონალი ფეხბურთელი, - პარლამენტში 2016 წელს მოხვდა, როცა მან „ქართული ოცნების“ სიით სანზონის მაჟორიტარად იყარა კენჭი;
  • მეორედ ის 2020 წელს, ისევ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად მოხვდა პარლამენტში.
  • ყოფილმა ფეხბურთელმა მესამედაც იყარა კენჭი, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-18 ნომრად და ცესკოს შედეგებით, დეპუტატიც გახდა.
  • თუმცა „ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება 2024 წლის 10 დეკემბერს შეუწყვიტა - პრეზიდენტად მომზადების პროცესში.
  • 14 დეკემბერს მის კანდიდატურას 300-წევრიანმა კოლეგიამ უყარა კენჭი და აირჩია.
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიუღებლობის ფონზე, მას „არალეგიტიმურად“ ცნობს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპარლამენტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG