ისინი პირდაპირ სახლებიდან მიჰყავთ - იუწყება უფლებადამცველი მაქსიმ რუდნევი. მისი მონაცემებით, რეიდები დაიწყო 4 სექტემბერს და პირველ რიგში მიემართა მათ, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს აღრიცხვაზე ჰყავს აყვანილი.
"ასეთი რეიდებისას მიჰყავთ 5-10 ადამიანი, შეიძლება მეტიც" - წერს რუდნევი. "უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ჩეჩნეთში ძალიანაა განვითარებული დამსმენთა ქსელი - ისინი ორგანოთა ზეწოლის პირობებში, ან თავად აცნობებენ ხოლმე სხვადასხვა წვრილ დარღვევაზე. ამიტომ 'შემოწმების' საბაბად სრულიად უმნიშვნელო რამ შეიძლება იქცეს".
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა 8 სექტემბერს, ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოითხოვა გაძლიერდეს ბრძოლა "ექსტრემისტულ ან სხვა უცხო იდეოლოგიებთან", არჩევნების წინ. "მოახლოვდა არჩევნები. ისინი, ვისაც ვძულვართ, ნებისმიერი რამის გაკეთებას შეეცდებიან. მათთვის სულერთია, ისინი შაითანი არიან, ყველანაირი რელიგიის გარეშე" - განაცხადა კადიროვმა და ძალოვან უწყებებს მოუწოდა ეჭვის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებთან სახლებში მივიდნენ.
დაკავებულთა ადგილმდებარეობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, რუსეთის სამხრეთიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ვრცელდება ცნობები "საარჩევნო კარუსელებზე", ამომრჩევლის აქტივობის მონაცემთა გაყალბების ნიშნებზე და უბნებზე დამკვირვებლების არდაშვებაზე.
ტელეგრამის არხი "Краснодар ЮМР" იუწყება "სპორტული აღნაგობის ასობით ახალგაზრდაზე", რომლებიც 18 სექტემბერს იუბილეინის მიკრორაიონში საარჩევნო უბნებთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ დოკუმენტები, რომლებიც მოქალაქეს უფლებას აძლევს ნებისმიერ ადგილას მისცეს ხმა, სხვადასხვა მიზეზით. შემოწმების მიზნით გამოიძახეს პოლიცია, მაგრამ შაბათს მსგავსი ახალგაზრდების დიდი ჯგუფები კვლავ გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებთან.
ფორუმი