ტელეკომპანიის რეპორტიორმა ტრეი ინგსტმა, რომელიც ხშირად ესაუბრება ტრამპს, პრეზიდენტის სიტყვები მოიყვანა - დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონი „მუდმივ კომუნიკაციაშია ჰუთებთან და ისინი დათანხმდნენ, არ ეომონ შეერთებულ შტატებს“.
ტრამპს ადრეც გაუკეთებია განცხადება, რომ ჰუთები თავს იკავებენ რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებისგან.
„ჰუთებმა მოგვმართეს და მათ არ სურთ ჩვენთან ბრძოლა, – განაცხადა ტრამპმა 12 სექტემბერს ირლანდიაში ვიზიტისას, – მათ არ სურთ, რომ მათ წინააღმდეგ ვიმოქმედოთ".
თუმცა Fox News-თან გაკეთებული ბოლო კომენტარები იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც აშშ-ის ახლო მოკავშირე საუდის არაბეთი მზარდი ზეწოლის ქვეშაა, განსაკუთრებით შაბათს დედაქალაქ ერ-რიადის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ.
ჰუთებმა ასევე წამოიწყეს სწრაფი შეტევა იემენის შიგნით, ხელთ იგდეს ტერიტორიის დიდი ნაწილი. საერთაშორისოდ აღიარებულ იემენის მთავრობას მხარს საუდის არაბეთი უჭერს.
Fox News-ის ცნობით, ტრამპი ირანთან დაკავშირებით „ არის გადაწყვეტილების მიღების რეჟიმში“ - აშშ-ისა და ისრაელის ძალებმა ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს მასშტაბური საჰაერო დაბომბვების კამპანია წამოიწყეს, რაც შემდგომ თითქმის შვიდთვიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ინგსტის განცხადებით, ტრამპმა მას უთხრა, რომ „არცთუ შორეულ მომავალში დიდი ამბები მოხდება“ და რომ „ირანელები უკეთესია ჭკუით მოიქცნენ, თავად კი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ააფეთქოს თუ არა მათი ქვეყანა“.
ფორუმი