Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს, ოდესას, ზაპოროჟიეს - დაღუპულთა შორის 14 წლის ბიჭია

მრავალბინიანი სახლი კიევში, რომელსაც 25 სექტემბერს რუსული დრონი მოხვდა
მრავალბინიანი სახლი კიევში, რომელსაც 25 სექტემბერს რუსული დრონი მოხვდა

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით და დღეს, 25 სექტემბერს დილით მასირებული საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და ცხრა დაშავდა. დაღუპულია 14 წლის ბიჭი, რომელიც კიევის პეჩერის რაიონში მდებარე სახლზე დრონით დარტყმას ემსხვერპლა.

მრავალბინიანი სახლის სამი სართული განადგურებულია. სახლები და სხვა შენობები დაზიანებულია კიევის სოლომიანსკის, პოდოლსკის და შევჩენკოს რაიონებშიც.

ოდესა და ზაპოროჟიე

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქალი დაიღუპა ოდესის ოლქში. კიდევ ერთი ადამიანი დაშავებულია. დაზიანებულია სახლები, საფოსტო ტერმინალის შენობა და საწყობები.

დარტყმის ადგილებში გაჩნდა ხანძრები, რომლებიც 25 სექტემბრის დილის მდგომარეობით, ლიკვიდირებულია.

დილით რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და ორი სამედიცინო დაწესებულება.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG