Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი უკრაინას 6,6 მლრდ ევროს გამოუყოფს ევროპის მშვიდობის ფონდიდან

კაია კალასი. 13 ივლისი, 2026.
კაია კალასი. 13 ივლისი, 2026.

ევროკავშირი უკრაინისთვის განბლოკავს 6,6 მილიარდ ევროს ევროპის მშვიდობის ფონდიდან - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. მან დააზუსტა, რომ 6,6 მილიარდი ევროდან 900 მილიონი მოხმარდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის ევროკავშირის მისიას . ერთი მილიარდი განკუთვნილია აღჭურვილობის ახალი ერთობლივი შესყიდვების დაფინანსებისთვის.

კიდევ 4,7 მილიარდი ევრო განკუთვნილია ევროპული ქვეყნების ხარჯების ანაზღაურებისთვის. თუმცა, კალასის თქმით, ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე გამოთქვა სურვილი, თავისი წილი გადასცეს უკრაინას.

„მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები მიმართულია იქითკენ, რომ დააშინოს ევროპა და აიძულოს იგი, შეამციროს უკრაინის მხარდაჭერა. ევროპა კი აკეთებს სრულიად საპირისპიროს“, დაწერა მან.

ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის განკუთვნილი 6,6 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი 2023 წლის გაზაფხულიდან იყო დაბლოკილი ვეტოს გამო, რომელსაც მას მუდმივად ადებდა უნგრეთი.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG