Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ სანქციები დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების ჩატარების გამო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 აგვისტო, 2026.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 აგვისტო, 2026.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებაში იყვნენ ჩართული.

სიაში 44 ადამიანია. მათგან 38-ს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მოქალაქეობა აქვს. პრეზიდენტის ოფისი აღნიშნავს, რომ ამ ადამიანებიდან ზოგიერთი უკვე „არჩეული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ შექმნილი ადგილობრივი საბჭოების ე.წ. დეპუტატად“.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა. ამასთან, კრემლმა პირველად გაუკეთა ორგანიზება კენჭისყრას უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

უკრაინამ და დასავლეთის თითქმის ყველა სახელმწიფომ უკანონოდ ცნო ეს პროცესი და მისი შედეგები. ევროკავშირის ხელისუფლებამ განაცხადა მზადყოფნის შესახებ, სანქციები დააწესოს რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG