ადვოკატ ანა აკოფოვა, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის ლაშა ჩაჩანიძის მონაყოლის მიხედვით ამბობს, ის რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებიდან ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, მას შემდეგ რაც მე-6 საპატიმროში საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა ხელკეტებით სცემეს, იმის გამო, რომ საკნიდან შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა პატიმარ გიორგი დავითაძეს. დავითაძე მსჯვარვდებულია, რომელიც ამბობს, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს.
რას ჰყვება ადვოკატი
ადვოკატმა ანა აკოფოვა ლევან ჩაჩანიძე, დღეს 5 ოქტომბერს, დილის საათებში მოინახულა ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ჩაჩანიძის ინფორმაციით, ის კიდევ ორ პატიმართან ერთად 3 ოქტომბერს, შაბათს გადაიყვანეს.
"ლაშა ჩაჩანიძე მოთავსებლი იყო მე-6 პენიტენიციურ დაწესებულებაში, ის დაგვიკავშირდა სხვების მეშვებით. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა შეძლო თავის ოჯახის წევრებთან დაკავშირება და მისგან მოგვაწვდინა ხმა", - ეუბნება აკოფოვა რადიო თავისუფლებას.
ადვოკატის თქმით, ლაშა ჩაჩანიძემ მას კიდევ ორი მსჯავრდებულის ვინაობაც უთხრა, თუმცა ფურცელი, რომელზეც ანა კოფოვამ ეს ჩაიწერა, მისი სიტყვებით ციხის ადმინისტაიმ არ გამოტანა და მოგვიანებით, ფოსტით მოელის მის მიღებას. ადვოკატის თქმით, მის ინფორმაციით დაზიანებები სამივე პატიმარს აქვს.
"რაც შეეხება ლაშას, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. თავი, ხელები, ფეხები, მუხლები აქვს ძალიან დაზიანებული, ასევე ზურგის არეშიც აქვს დარტყმები მიყენებული... ის განიცდიდა ძალიერ ტკივილს, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი ერთად ესხმოდა თავს.მინიმუმ ათამდე ადამიანი". ავდოკატის თანამად, ლაშა ჩაჩანიძეს ყველა მათგანის ამოცნობა შეუძლია.
ადვოკატი სამედიცინო ექსპეტიზის ჩატარებას მოითხოვს
ანა აკოფოვა, ლევან ჩაჩანიძის მონათხობის მიხედვით ამბობს, რომ ბათუმის მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს "ექიმმა, რა თქმა უნდა, შეამოწმა და ეს დაზიანებები იქნება აღწერილი. როგორც მითხრა გამომძიებელიც შემხვდაო. ეს არის პენიტეციური სამსახურის გენერალური ინსპექცია, რომელიც სწავლობს ამ ტიპის დააშაულებს. მათი რეაგირების შესახებ, მე ამ ეტაპზე არაფერი ვიცი. შევატყობინე პროკურატურას და ველოდები მათ რეაგირებას, რომ დაიწყოს დროული გამოძიება და მაცნობონ შედეგები. მოვითხოვთ, ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ სამედიცინო ექსპერიზა და ეს დაზიანები აისახოს დროულად", - ამბობს ადვოკატი.
ანა აკოფოვას განხადებით, ასევე მოიუხოვენ მე-6 პეციტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას, "ვინაიდან ეს არის სამოხელეო დანაშაული", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი საკნიდან გაყვანისა და შემოყვანის კადრების გასაჯაროებას მოითხოვს
"მე- 6 დაწესებულება, არის განსაკუთრებული რისკის დაწესებულება, მსჯავრებულები განთავსებული არიან სამარტოო საკანში ან მაქსიმუმ ორი იყოს ერთ საკანში განთავსებული. ლაშას შემთხვევაში, საკანში მოთავსებული იყო მხოლოდ ლაშა. რაც შეეხება დანარჩენ პირებს ისინი ცალ-ცალკე საკნებში იყვნენ განთავსებული.
სოლიდარობა გამოხატეს მხოლოდ გადაძახილებით, სხვა შესაძლებლობა ამ მსჯავრებულებს, დაწესებულების ტიპიდან გამომდინარე არ გააჩნიათ, ეს გადაძახილები არ აპატიეს მსჯვარებულებს ციხის ადმინისტაციამ", - ამბობს ავოკატი.
მის ინფორამაციით, ბადრაგმა საკნიდან პირველი გაიყვანა ლაშა ჩაჩანიძე, ისეთ ოთაში "სადაც არ არის კამერები და იქ მოხდა მერე ფიზიკურად გასწორება ამ ადამიანებისადმი".
ადვოკატის სიტყვებით საკნიდან გამოყვანას და საკანში დაბრუნება ასახავს კამერები, სწორდ ამიტომ ითხოვენ კამერების ჩანაწერებს. "ცალსახა იქნება როგორები გამოჰყავთ საკნიდან და როგორები შეჰყავთ".
"უშუალოდ შეიძლება ძალადობა კამერების თვალწინ არ მომხდარა",- ეუბნება ანა აკოფოვა რადიო თავისუფლებას, მაგრამ მისი სიტყვებით კამერებში აუცილბელად იქნება "საკმაოდ ინფორმატიული მონაცემები".
ადვოკატის თქმით, "ბადრაგის თანამშრომლების გარდა ჩაჩანიძეზე ძალადობრივი ქმედებები განახორციელა სპეციალურმა რაზმმა, რომლიეც გამოძახებული იქნა ციხის ადმინისტაციის მიერ".
ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას რადიო თავისულება დამატებით ცდილობს.
პენიტენიური სამსახური მომდარს ფაქტს უარყოფს
"მსგავსი ფაქტი არ მომხადარა, პანიტენციური სამსახური, კატეგორიულად უარყოფს ამას", - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში.
რაც შეეხება ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას "ეს არის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორამცია, რომლის ღიად გაცემის უფლება არ გვაქვს", - უპასუხეს რადიო თავისუუფლებას უწყებაში.
სახალხო დამცველის ოფისში რადიო თავისულებას უთხრეს, ინფორმირებული არიან და პატიმარს მოინახულებენ.
პატიმარი ლევან ჩაჩანიძე მე-9 თვეა სასჯელს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. მას ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუისაჯა. ადვოტაკის თქმით, იმის გამო რომ ამ დრომდე არ ჩაბარებიათ მოსამართლის სარეზოლუციო ნაწილი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოშიც ვერ ასაჩივრებენ გადაწყბეტილებას, არ სურს დაასახელოს დანაშაული, რაშიც ჩაჩანიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მანამდე, ასევე 5 ოქტომერს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა, საიდანად ირკვეობდა, რომ რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად კიდევ სამმა პატიმარმა გამოხატა პროტესტი, რის გამოც ისინი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“.
პენიტენციურმა კი გაავრცელა კადრები და თქვა, რომ პატიმრები დავითაძისადმი „სოლიდარობის“ გამო კია არა "დეესკალაციის ოთახში" გადაიყვანეს „უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“ - მას შემდეგ, რაც ისინი ციხის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
- „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
- დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
- პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
- უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
- მედიასთან 2 ოქტომბერს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ“;
- 10-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ იმავე დღეს მოითხოვა, ხელისუფლებამ „ეფექტიანად და სრულყოფილად“ გამოიძიოს საქმე და განაცხადა, რომ „პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში.
- 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.
- იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საბოლოო პასუხის გასაცემად საჭიროა გამოძიების დასრულებას დაელოდონ.
- მისი შეფასებითვე, სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, რაზეც, შესაძლოა დაიწყოს გამოძიება.
ფორუმი