Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა ხიდს დაარტყეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეშიც

რუსეთის ჯარებმა 4 ოქტომბერს დაარტყეს კიევის საავტომობილო, ჩრდილოეთის ხიდსაც
რუსეთის ჯარებმა 4 ოქტომბერს დაარტყეს კიევის საავტომობილო, ჩრდილოეთის ხიდსაც

6 ოქტომბერს გამთენიისას რუსეთის ჯარებმა საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნე საავტომობილო ხიდი იყო. არიან დაშავებულები.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიახაილო სემიკინის ინფორმაციით, მდინარე დნეპრზე არსებულ ხიდზე შეტევის შედეგად მოძრაობა დროებით შეწყდა. მან სოციალური ქსელებით გაავრცელა დაზიანებული ხიდის ფოტოც.

სემიკინის ცნობითვე, დაშავდა ხუთი ადამიანი.

ორი მათგანი „წითელი ჯვრის“ თანამშრომელია. დარტყმის მომენტში ისინი სამსახურში მიდიოდნენ.

  • ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა რამდენჯერმე დაარტყეს მდინარე დნეპრზე არსებულ სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებს უკრაინის დედაქალაქ კიევშიც. ორივე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. სამხრეთის ხიდზე საავტომობილო გზასთან ერთად მეტროს ხაზიც გადის.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევის ხიდებს დაარტყეს, რადგან მათ სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG