Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში იძიებენ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის მზადების შესახებ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ტარნავა-კოლონია, 30 ივლისი, 2026.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ტარნავა-კოლონია, 30 ივლისი, 2026.

პოლონეთის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკზე, ასევე თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმის მომზადების შესახებ.

ამის შესახებ 11 ოქტომბერს განაცხადეს ძალოვანი უწყებების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორმა კვირას სასწრაფო თათბირი მოიწვიეს თავდასხმების მომზადების შესახებ მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით არანაირი დეტალი არ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო მათი მომზადება და როდის, ან არიან თუ არა საქმეზე ეჭვმიტანილები და დაკავებულები.

  • გაზეთმა Financial Times-მა 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ევროპული სპეცსამსახურების წყაროებს ემყარება. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ბოლო დროს გაააქტიურა თავდასხმების მზადება ევროპული თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებზე, მათ შორის იმ მცირე კომპანიების ხელმძღვანელებზეც, რომლებიც დრონების წარმოებასთან არიან დაკავშირებული. ამტკიცებენ, რომ თავდასხმების მომზადების უკან დგას სამხედრო დაზვერვა გრუ (რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო), რომელიც, როგორც აცხადებენ, სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზებულ დანაშაულთან. გერმანიის კონტრდაზვერვაში, კერძოდ, განაცხადეს, რომ რუსეთი „მიზანმიმართულად გეგმავს ძალადობრივ ქმედებებს ცალკეული პირების წინააღმდეგ სახელმწიფო ან დაქვემდებარებული სტრუქტურების გამოყენებით, მათ შორის კრიმინალის ჩართვით“. თუმცა სტატიაში საუბარია სწორედ თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებზე და არა იმ პოლიტიკოსებსა თუ საზოგადო მოღვაწეებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG