„საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - აცხდებენ უწყებაში.
გამოძება მიმდინარებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
რა მოხდა გლდანის #8-ე ციხეში - ადვოკატის ვერსია
ადვოკატი პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 16 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, [ავთანდილ] ბილანიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რის შემდეგაც ძმებმა დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.
ფეიქრიშვილებსა და ყიფიანს, რომლებიც გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან, დაპირისპირების მრავალწლიანი ისტორია აქვთ.
ძმების დედა და ადვოკატი ამბობენ, რომ თავდამსხმელებს გარკვეული „კოდის“ გაგება სურდათ მობილურ ტელეფონში შესაღწევად. ადვოკატის ცნობით, 16 ოქტომბრის შემდეგ ფეიქრიშვილზე „ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა“.
„დღეს რომ შევედი... ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“.
პენიტენციური სამსახურის განმარტება
17 ოქტომბრიდან გამოძიების დაწყებამდე პენიტენციური სამსახური „კატეგორიულად უარყოფდა“ გავრცელებულ ცნობებს დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ. გამოძების დაწყაბამდე რამდენიმე საათით ადრეც, 20 ოქტომბერსაც განაცხადა, რომ „ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“.
რას ამბობს ვატო ყიფიანი?
გლდანის ციხეში შესახლებული ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხაკაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ყიფიანი ფეიქრიშვილის ბრალდებას ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე კატეგორიულად უარყოფს და, საერთოდაც, ამბობს, რომ მასთან საკანში არ შეუსახლებიათ:
„სატელეფონო საუბარი მქონდა. ის [ყიფიანი] კატეგორიულად გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მასთან [ფეიქრიშვილთან] ერთად იჯდა, მასთან ერთად შეასახლეს საკანში და კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე კონფლიქტს და დაპირისპირებას“.
დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში
გასული 24 საათის განმავლობაში დავით ფეიქრიშვილი პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ გადაიყვანეს:
- წუხელ, 19 ოქტომბერს - ადვოკატის ცნობით, მას „ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“;
- დღეს, 20 ოქტომბერს - ხელზე მიყენებული ჭრილობაზე ოპერაციის ჩასატარებლად.
პატიმრის „ვივამედში“ მეორედ გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა“.
ფორუმი