- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის განახლება 9 ოქტომბერს გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
- ეს გადაწყვეტილება, როგორც „საჩუქარი" პუტინისთვის და ომის დაფინანსების გაგრძელების ერთ-ერთი წყარო, გააკრიტიკეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა.
- ტრამპს პუტინთან მიღწეული ე.წ. დიზელის შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდეს ამერიკელმა კანონმდებლებმა.
რუსული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 21 ოქტომბერს პეტერბურგში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ისკენ 40 ათასი ტონა დიზელის საწვავით დატვირთული პირველი ტანკერის გასვლა დაგეგმილია ხვალ, 22 ოქტომბერს.
21 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად პეტერბურგში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი. შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც მედიისთვის ღია იყო, პუტინმა განაცხადა, რომ დასატვირთად ამზადებენ ერთდროულად რამდენიმე გემს:
„პირველი ტანკერი წავა ორი-სამი დღის შემდეგ. 40 ათასი ტონა... და წავლენ ერთიმეორის მიყოლებით... მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ ფინანსური შემადგენელი, რომ ყველაფერი მუშაობდეს“.
- აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა.
- პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
ფორუმი