თამაზ ელიზბარაშვილი დაკავების შემდეგ რამდენიმე დღე შიმშილობდა - 15 სექტემბერს მისმა ადვოკატმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ დაკავებულს კომუნიკაცია [სატელეფონო ზარები, მიმოწერა, ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნები] ჰქონდა აკრძალული.
„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი მეუღლესთან ერთად, სადაც შვიდი მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს. ხმამაღალი საუბარი დამიწყეს, რომ სამი თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ. 15 წუთის განმავლობაში "მაკაჩავეს", ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივდიოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს, უკან ჩამომსვლელი არ ხარო. მე, როგორც ვაჟკაცმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ შვიდ კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ, რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს, როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ", - განაცხადა ელისბარაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სანამ მას დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. მის საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავდა.
ფორუმი