Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესიულის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ქვეყანაში დაბრუნდა

მარია კორინა მაჩადო. ლარა, 25 ოქტომბერი, 2026.
მარია კორინა მაჩადო. ლარა, 25 ოქტომბერი, 2026.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ ვენესუელაში დაბრუნდა.

„აქ ვარ. თქვენთან ერთად“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

ჟურნალისტმა ტონი ფრანხი მავადმა მაჩადოს ფოტოები გამოაქვეყნა კვირის მესიდან ლარის შტატის ტაძარში.

მაჩადოს დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მისმა წარმომადგენელმა დავიდ სმოლანსკიმ და ვენესუელის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა.

„დღეს ვენესუელელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მასთან ერთად ბრუნდება ჩვენი სუვერენული ხმა, რათა ამ პროცესს უხელმძღვანელოს და სწორი მიმართულება მისცეს! ძალიან მალე თქვენთან და მასთან ერთად ვიქნები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ნამდვილად დაიწყოს წინსვლა თავისუფლებისკენ. თქვენ იცით: ბოლომდე მივდივართ“, - დაწერა გონსალესმა.

მაჩადო ვენესუელაში 2014 წელს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. 2023 წელს მან პირველად არჩევნებში გაიმარჯვა და ის ოპოზიციური „დემოკრატიული ერთიანობის პლატფორმის“ სახელით წარადგინეს ვენესუელის პრეზიდენტობის კანდიდატად. თუმცა 2024 წლის აგვისტოში ის საარჩევნო რბოლას ჩამოაშორეს და მან გონსალესის საარჩევნო კამპანიას დაუჭირა მხარი.

ვენესუელის მაშინდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ არჩევნების შედეგებით გამარჯვება გამოაცხადა, თუმცა დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, მათ შორის გაერომ, შედეგები გააპროტესტეს. ზოგიერთი უცხო ქვეყნის მთავრობები ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად გონსალესს მიიჩნევენ.

მადუროს მთავრობა მაჩადოს ათი წლის განმავლობაში უკრძალავდა ქვეყნის დატოვებას. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში დაწყებული პოლიტიკური რეპრესიებისა და საპროტესტო აქციების ფონზე მაჩადო ერთი წლის განმავლობაში იძულებული იყო, მიმალულიყო. 2025 წლის დეკემბერში მან ვენესუელიდან ფარულად გასვლა შეძლო და ჩავიდა ოსლოში, სადაც გადასცეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG