Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ლატვიაში საბრძოლო წვრთნები დაიწყო

ნატომ ლატვიაში საბრძოლო წვრთნები დაიწყო, 2026 წლის 27 ოქტომბერი (საარქივო ფოტო)
ნატომ ლატვიაში საბრძოლო წვრთნები დაიწყო, 2026 წლის 27 ოქტომბერი (საარქივო ფოტო)

26 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე ნატოს მრავალეროვნული ბრიგადა ლატვიაში ატარებს საბრძოლო წვრთნას Resolute Reforger 2026. ღონისძიებაში მონაწილეობს 3 ათასამდე სამხედრო, ჩართულია ტექნიკის ათასი ერთეული.

მათი გამოცხადებული მიზანია შემოწმდეს ნატოს შესაძლებლობა ოპერატიულად უხელმძღვანელოს მეომრებს, ისინი გადაადგილოს და გრძელ მანძილებზე მოამარაგოს. სწავლების აქტიური ფაზა მოდის ქალაქ რეზეკნეზე, ასევე ქვეყნის 10 რეგიონზე.

ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაავრცელა გაფრთხილება - მოქალაქეებს ატყობინებენ, რომ გზებზე მოსალოდნელია საბრძოლო კონვოების დიდი ინტენსივობა, განსაკუთრებით ღამის საათებში. ცაში გამოჩნდება კანადის საბრძოლო ვერტმფრენები, რომლებიც სახმელეთო ქვედანაყოფებს დაეხმარება.

სწავლების ფონია რუსეთის მხრიდან ნატოს წევრი ქვეყნებისთვის შექმნილი საფრთხის ზრდა, უწინარესად ბალტიის ქვეყნებში. სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ნატომ წვრთნა ჩაატარა ლიეტუვაშიც.

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, ატომური იარაღი განათავსოს - თუკი ნატო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ ნაბიჯის აუცილებლობა შეიქმნება.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG