Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკს გაზსა და წყალზე განსხვავებული ტარიფების დადგენა შეეძლება - კანონპროექტი

მსგავსი წესი მოქმედებს ელექტროენერგიაზე: მეტი მოხმარებული დენი გაზრდილ ტარიფს ნიშნავს.
მსგავსი წესი მოქმედებს ელექტროენერგიაზე: მეტი მოხმარებული დენი გაზრდილ ტარიფს ნიშნავს.

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც სემეკს უფლება ექნება, მოხმარებული გაზისა და წყლის მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.

კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რადგან კომისიამ მომდევნო წლის ტარიფებს 2026 წლის ბოლოს უნდა გადახედოს.

„აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

წლებია, 2003 წლიდან, იგივე წესი მოქმედებს ელექტროენერგიაზე - მომხმარებელი დაყოფილია სამ კატეგორიად:

  • ჯგუფი, რომელიც ყველაზე ნაკლებ დენს მოიხმარს, ყველაზე შეღავათიანი ფასით სარგებლობს;
  • მეტი მოხმარებული ელექტროენერგია კი გაზრდილ ტარიფს ნიშნავს.

მაგალითად, მიმდინარე პერიოდში, 2027 წლის 1 იანვრამდე, თბილისში დენზე საყოფაცხოვრებო ტარიფი ასეთია:

  • 101 კვტ.სთ.-ის ჩათვლით - 20,041 თეთრი;
  • 101-დან 301-ის ჩათვლით - 24,053 თეთრი (20%-ით მეტი);
  • 301-ზე მეტი - 28,537 თეთრი (42%-ით მეტი).

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG