Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში დიდი მსხვერპლია სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად

28 ოქტომბერს ესპანეთში ერთმანეთს შეეჯახა ორი ჩქაროსნული მატარებელი
28 ოქტომბერს ესპანეთში ერთმანეთს შეეჯახა ორი ჩქაროსნული მატარებელი

რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა ესპანეთის რკინიგზაზე 28 ოქტომბერს მომხდარი კატასტროფის შედეგად.

მადრიდი-ანდალუსიის სარკინიგზო ხაზზე ერთმანეთს შეეჯახა ორი ჩქაროსნული მატარებელი. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი. ათეულობით დაშავებულია.

მატარებლებში 500-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ტრაგედიის რაიონში მუშაობენ ექიმებისა და მაშველების ბრიგადები.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • 2026 წლის 18 იანვარს ესპანეთის სამხრეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღეში ბარსელონის მახლობლად სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 40-მდე ადამიანი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG