დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- 7 მლრდ გირვანქა სტერლინგს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების სახით;
- 500 მილიონ გირვანქა სტერლინგს სამხედრო დახმარების სახით, ამ ზამთარს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რომელიც დაემატება უკვე გამოყოფილ 750 მილიონს. გარდა ამისა, ლონდონი კიევს მინიმუმ 2030-2031 წლებამდე ან როდემდეც საჭირო იქნება, მიაწვდის 3 მლრდ გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.
- დამატებით 3 მლრდ გირვანქა სტერლინგს უკრაინისთვის ექსპორტის დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც უპირატესად სამხედრო მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.
28 ოქტომბერს ნიდერლანდის სამეფოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მასპინძელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა რობ იეტენმა განაცხადა, რომ ამ ზამთარს 500 მლნ ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას - დრონებისა და სხვა მასალის მისაწოდებლად უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
ოთხშაბათსვე ნიდერლანდის საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა შორდ შორდსმამ კიევში ვიზიტის დროს უკრაინისთვის 1,2 მლრდ ევროს ღირებულების არასამხედრო მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა:
“უკრაინა ინტენსიური ცეცხლის ქვეშ არის და მძიმე ზამთარი ელის. ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის არსებითია, რომ განვაგრძოთ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერა, რომ გაუძლონ ამ ომს”.
მიმდინარე წლის ბოლომდე ნიდერლანდი 40 მლნ ევროს ჩარიცხავს “უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის ფონდში”, ენერგოსისტემაში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის. აგრეთვე გამოყოფს 55 მლნ ევროს - ჰოლანდიური კომპანიების მიერ წარმოებული ენერგო-ტექნიკის უკრაინისთვის მისაწოდებლად.
ორი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, ევროკავშირის საბჭომ “ევროპის სამშვიდობო მექანიზმის” (European Peace Facility) ფარგლებში 4,9 მლრდ ევროს მობილიზების შესახებ გამოაცხადა.
ამ თანხაზე გადაწყვეტილებების მიღებით დაფინანსდება წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება და ასევე დამატებით დაფინანსდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მისია (EUMAM Ukraine).
ფორუმი