Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტს ისრაელის ახალ მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების იმედი აქვს

 მაჰმუდ აბასი
მაჰმუდ აბასი

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 29 ოქტომბერს იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის ახალი მთავრობის არჩევა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების საშუალებას მისცემს.

კვიპროსში გამართულ პრესკონფერენციაზე აბასმა „გამოთქვა იმედი, რომ ისრაელის ახალი მთავრობის შექმნის შემდგომი პერიოდი მოიტანს შესაძლებლობას სერიოზული პოლიტიკური დიალოგის განახლებისა და მშვიდობის დამყარების საქმეში წინსვლისთვის“, იუწყება პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Wafa.

სააგენტო ადრე იტყობინებოდა, რომ აბასმა გააუქმა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის 28 ნოემბერს იყო დანიშნული. სანაცვლოდ მან წამოაყენა წინადადება, რომ ადმინისტრაციის არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს 2027 წლის 11 სექტემბერს.
პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის არჩევნები, რომელიც 28 ნოემბერს იყო დანიშნული, პირველი იქნებოდა 2005 წლის შემდეგ, როდესაც აბასი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტად აირჩიეს.

შემდგომში აბასმა და მისმა პოლიტიკურმა მოძრაობა "ფათაჰმა" დაკარგეს კონტროლი ღაზის სექტორზე, სადაც 2006 წელს ადგილობრივი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა "ფათაჰის" კონკურენტი მოძრაობა ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რომელსაც რამალაში აქვს შტაბ-ბინა, შეინარჩუნა კონტროლი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG