Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დრონებით შეტევა იყო მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას" ადრეც არაერთხელ დაარტყეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას" ადრეც არაერთხელ დაარტყეს

30 ოქტომბერს აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, შეტევა იყო რუსეთის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

მონიტორინგის უკრაინული არხი Exilenova+ და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA თვითმხილველთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე წერენ, რომ შეტევის შედეგად ხანძარია „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის" ტერიტორიაზე.

ქალაქ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელია რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართული კომპანია „როსნეფტი“.

ამ კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის სანქციები მოქმედებს.

ASTRA-ს ცნობით, ნოვოკუიბიშევსკში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხე გამოაცხადეს დაახლოებით დილის ექვსი საათისთვის, როცა ქალაქზე შეტევა უკვე მიმდინარეობდა.

სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას იგერიებს და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდა.

გუბერნატორს არაფერი უთქვამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ.

  • „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას" წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია.
  • ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ნავთობპროდუქტს, მათ შორის საავტომობილო ბენზინს და დიზელის საწვავს და რეაქტიულ საწვავს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხანას არაერთხელ დაარტყეს, მათ შორის 2026 წლის აპრილში, აგვისტოსა და სექტემბერში. აპრილის შეტევის შემდეგ მუშაობა შეაჩერა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარმა.







ფორუმი

​
XS
SM
MD
LG