Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის გაუპატიურებისთვის ინტერპოლით ძებნილი ბათუმში დააკავეს

დაკავებული თურქეთის მოქალაქეა
დაკავებული თურქეთის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

ის თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG