Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განის საგარეო უწყება: პუტინი განის მოქალაქეებს აუკრძალავს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას

საილუსტრაციო ფოტო: ერთ-ერთი სამხედრო კომისარიატი მოსკოვში
საილუსტრაციო ფოტო: ერთ-ერთი სამხედრო კომისარიატი მოსკოვში

განის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ ოკუძეტო აბლაკვამ განაცხადა, რომ განის პრეზიდენტი ჯონ დრამანი მაჰამა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმდა განის მოქალაქეებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის აკრძალვაზე.

„პრეზიდენტ მაჰამას მიერ გამოთქმული შეშფოთების საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ განის მოქალაქეებისთვის უკვე აღარ არის ნებადართული უკრაინასთან ომში მონაწილეობა. ეს აკრძალვა ვრცელდება მონაწილეობის ყველა გარემოებაზე, როგორც უკანონო გადაბირების, ისე საკუთარი ინიციატივის შემთხვევებს“, აცხადებს მინისტრი ფეისბუკის პირად გვერდზე.

30 ოქტომბერს პუტინმა კრემლში გამართა მაჰამასთან მოლაპარაკებები, რაც მოჰყვა რუსეთ-აფრიკის მესამე სამიტის შედეგებს.

მანამდე გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ უკრაინის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხებში რუსეთი დაადანაშაულა ადამიანებით ვაჭრობაში უცხოელი დაქირავებულების გადაბირების გამო. მსხვერპლი გახდა ათობით მამაკაცი მინიმუმ 29 ქვეყნიდან.

თებერვალში გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ წერდა, რომ ერთ-ერთი განელი დაქირავებული მებრძოლი კელვინ ეჯირი თავდაპირველად მსახურობდა რუსეთის არმიაში, ხოლო მოგვიანებით დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის რეკლამირება აფრიკული აუდიტორიისთვის.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG