„ქიმიური საფრთხე" და „ქუჩის ბრძოლები"
უკრაინულ აპლიკაციაზე კიბერშეტევა პირველ ნოემბერს ღამით იყო.
აპლიკაციაში გამოჩნდა ყალბი შეტყობინებები უკრაინულ ენაზე კიევში ქიმიური საფრთხისა და ქუჩის ბრძოლების საფრთხის შესახებ და ტექსტი რუსულ ენაზეც: „ახლა მთელ უკრაინაში იქნება ბირთვული განგაში. არ იღელვოთ, მოფრინავს ორეშნიკი(რ.თ. რუსული რაკეტა)“.
უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეები სოციალური ქსელებით გააფრთხილა, რომ შეტყობინებები ყალბია. აპლიკაცია დროებით გათიშეს.
კიბერშეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ აპლიკაციის ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო.
„მასირებული კიბერშეტევა"
2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათისთვის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მის მობილურ აპლიკაციაზე „მასირებული კიბერშეტევა" იყო, რის შედეგადაც მოსახლეობამ ცრუ შეტყობინებები მიიღო.
სამინისტროს თანახმად, დაწყებულია მუშაობა აპლიკაციის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კიბერშეტევის შედეგად აპლიკაციის მომხმარებლებს გაეგზავნათ შეტყობინებები ბირთვული დარტყმის საფრთხის შესახებ.
ფორუმი