უწყების ცნობით, გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება მის ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (GOGC) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.
სამეთვალყურეო საბჭო სამი წევრისგან შედგება. ის აკონტროლებს კორპორაციის საქმიანობას და მონაწილეობს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებასა და გადაწყვეტაში.
კორპორაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვაჟა ხიდაშელია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ჩაჩიბაია.
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2026 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა. მანამდე, 28 აპრილიდან 14 სექტემბრამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 21 აპრილამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
გელაძე 1999 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც. 2004-2005 წლებში მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში უფროსი გამომძიებლის, ხოლო 2010-2012 წლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობები ეკავა.
ფორუმი