Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკება 10 ნოემბერს უნდა განახლდეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი

აშშ-ის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება. თარიღი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა დაასახელა.

3 ნოემბერს უიტკოფმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სამუშაო დონეზე მოლაპარაკებების დროს განიხილება ომის შემდგომი უსაფრთხოების ზომები, დეესკალაცია, ჰუმანიტარული ძალისხმევა და შემდგომი ნაბიჯები მშვიდობისკენ გზაზე.

მანამდე, ამ კვირაში აშშ-ის წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და ეკონომიკური შესაძლებლობები უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
  • 2026 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
  • მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
  • ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში აბუ-დაბიში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG