შეიარაღებულმა ძალებმა, კვირას და ორშაბათსაც, გააფრთხილეს მოსახლეობა ბელარუსისა და რუსეთის საზღვრების მიმდებარედ, ლატვიის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ და მოუწოდეს ადგილობრივ მცხოვრებლებს, თავშესაფარი მოეძებნათ.
ამასთან, ორშაბათს აღნიშნეს, რომ ნატომ საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით საჰაერო პატრულირების გამანადგურებელი თვითმფრინავები აამოქმედა.
სამხედრო დრონები - უმეტესწილად უკრაინული წარმოშობის - ფინეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.
ამან გააჩინა შეშფოთება, რომ უკრაინის ომი შესაძლოა გავრცელდეს ნატოს იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსს ესაზღვრებიან.
სამხედრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, კვირას გამოჩენილი დრონი, სავარაუდოდ, რუსული ტიპის „გერანი“ იყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ის შეიარაღებული, აღნიშნა სამხედრო უწყების წარმომადგენელმა და დასძინა, რომ დრონმა საბოლოოდ რუსეთის საზღვარს გადაუფრინა და უკან დაბრუნდა.
სამხედრო უწყების ცნობით, ორშაბათს დაფიქსირებული დრონი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო და ლატვიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა მისი პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
იმ დროს, როდესაც უკრაინა ბალტიის ზღვაში რუსულ ნავთობტერმინალებს უტევს, მისი ზოგიერთი დრონი მიზანს ასცდა, რამაც მეზობელ ქვეყნებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილებები გამოიწვია. ლატვიის შემთხვევაში, ამან მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობის გადადგომა გამოიწვია.
მოსკოვმა კიევი დაადანაშაულა იმაში, რომ ის თავდასხმების განსახორციელებლად ნატოს საჰაერო სივრცეს საფრად იყენებს, ხოლო კიევის განცხადებით, რუსული სიგნალის ჩამხშობი საშუალებების გამო, ზოგიერთმა მისმა დრონმა კურსიდან გადაუხვია.
ნატოს წევრი ქვეყნები, როგორც წესი, მომხდარ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ და აცხადებენ, რომ სწორედ მან გააჩაღა ომი, როდესაც თითქმის ხუთი წლის წინ მეზობელ სახელმწიფოში შეიჭრა.
ფორუმი