Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში ოთხი პირი დააკავეს რუსეთისთვის ჯაშუშობის ეჭვით

პოლონეთში ოთხი პირი დააკავეს რუსეთისთვის ჯაშუშობის ეჭვით, 2026 წლის 5 ნოემბერი
პოლონეთში ოთხი პირი დააკავეს რუსეთისთვის ჯაშუშობის ეჭვით, 2026 წლის 5 ნოემბერი

პოლონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ექვსი პირი დააკავეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩადენის ეჭვით, მათგან ოთხი ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ამ ინფორმაციას 5 ნოემბერს ავრცელებს პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო (ABW).

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები - რომელთაგან ერთი ქალი რუსეთის მოქალაქეა - დაკავებული არიან, კიდევ ორს შეეფარდა ზომები, რომლებიც არ უკავშირდება თავისუფლების აღკვეთას. ABW-ის შეფასებით, ჯგუფი არა მხოლოდ აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას, არამედ მონაწილეობდა საბრძოლო მასალებისა და იარაღის წარმოებაში გამოსადეგი კომპონენტების უკანონო გადაცემაში რუსეთისთვის.

5 ნოემბერს დაკავებული პირების ამბავი აგრძელებს პოლონეთში მიმდინარე საქმეებს ჯაშუშობის და დივერსიის განხრით. პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორის, ტომაშ სიმონიაკის თქმით, 2024 წლის 1 იანვრიდან მსგავს საქმეებში ეჭვმიტანილი გახდა 100-მდე ადამიანი. მოსკოვი უარყოფს კავშირს დივერსიებთან ნატოს წევრ სახელმწიფოებში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG