Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩაშალეს პოლიტპატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო

პეტერბურგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩაშალეს პოლიტპატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო, 2026 წლის 5 ნოემბერი (საილუსტრაციო ფოტო)
პეტერბურგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩაშალეს პოლიტპატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო, 2026 წლის 5 ნოემბერი (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა 5 ნოემბერს ჩაშალეს პოლიტიკური პატიმრებისთვის წერილების მიწერის საღამო, რომელსაც ატარებდა პროექტი "ადამიანები და წერილები".

ღონისძიება უნდა გამართულიყო სივრცეში სახელად "ნორა", რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ტელეგრამის არხი "ოსტოროჟნო.პეტერბურგი" ავრცელებს ცნობას, რომ "ნორაში" მივიდნენ პოლიციელები და ამოუცნობი პირები ნიღბებში. მათი ვიზიტის დეტალები და მიზეზები უცნობია.

გამოცემა RusNews-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ ღონისძიების დასმენის შედეგად.

"მოვიდნენ, წაიღეს პასპორტები. ... აპირებენ ახსნა-განმარტება ჩამოგვართვან და გაგვიშვან" - უთხრა გამოცემა RusNews-ს ღონისძიების მონაწილემ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, პროექტს "ადამიანები და წერილები" წარსულში რამდენიმე ამგვარი შეხვედრა აქვს გამართული მოსკოვში. სანკტ-პეტერბურგში წერილების საღამო ინციდენტების გარეშე შედგა 30 ოქტომბერს - პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG