რუბიომ გამოცემა New York Times-ს 5 ნოემბერს განუცხადა, რომ არ იცის, საიდან მოდის მსგავსი ცნობები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, მისი გეგმა ყოველთვის იყო თანამდებობაზე დარჩენა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე.
მარკო რუბიოს კომენტარი მოჰყვა სააგენტო Bloomberg-ის და გამოცემა The Independent-ის მიერ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობებს, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ მარკო რუბიო განიხილავს სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან წასვლისა და მომავალი, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისთვის მომზადების შესაძლებლობას.
მედიით გავრცელებულ ამ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დილან ჯონსონმა.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატადაა მიჩნეული, New York Times-ს უთხრა, რომ 2028 წელზე ლაპარაკს არ აპირებს.
- მარკო რუბიო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზეა 2025 წლის 21 იანვრიდან. მანამდე, 2011 წლიდან რუბიო იყო სენატორი ფლორიდის შტატიდან.
ფორუმი