ეს ევროკომისიის სპიკერმა პაულა პინიომ ბრიუსელში მას შემდეგ თქვა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან „მთელი ევროპის“ მონაწილეობით შეთანხმების მიღწევის შესახებ გააკეთა განცხადება.
პინიოს თანახმად, “ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო და, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კეთილი ნება იმ მხარისგან, რომელმაც პირველმა დაიწყო ომი”. “ცხადია, ევროკავშირის გადასაწყვეტია ის საკითხები, რომლებიც მის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას”, - დასძინა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დეტალების დასახელების გარეშე განაცხადა, რომ იქნება „დიდი და მშვენიერი შეთანხმება", რომელიც მხოლოდ უკრაინას არ მოიცავს და შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს.
ეს ტრამპმა თქვა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ. დმიტრიევი იყო რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან ერთად, 5 ნოემბერს თეთრ სახლში მიიღო აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა. დელეგაციების იქ ჩასვლის მიზანი იყო უკრაინის ქალაქ ოლეშკიში პირველი ლედის შუამავლობით ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული ცალკეული ჰუმანიტარული ოპერაციის შეჯამება.
ფორუმი