ტრამპმა თავისი ყველაზე ხისტი შიდა პოლიტიკური კურსის არქიტექტორს მიანდოს თეთრი სახლის მართვა მას შემდეგ, რაც ამ კვირაში გამართულ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი დაკარგეს.
ეს საკადრო გადაადგილება ტრამპის მრავალწლიან ერთგულსა და რადიკალ პოლიტიკურ მრჩეველს აყენებს ტრამპის დღის წესრიგის მმართველად.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მილერის შერჩევა მიანიშნებს, რომ ტრამპი აგრესიულ მიდგომას აირჩევს შიდა პოლიტიკასა თუ პოლიტიკურ ბრძოლაში.
მილერი ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის (2017-2021 წლები) ვეტერანია. მას შემდეგ, რაც ტრამპი 2025 წელს თეთრ სახლში
დაბრუნდა, მილერი ოფიციალურად უაილსის მოადგილე იყო ადმინისტრაციის მართვის საკითხებში, თუმცა ის უზარმაზარ გავლენას ახდენდა ტრამპის შიდა დღის წესრიგის დიდ ნაწილზე და პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა.
ყველაზე მეტადა ის ცნობილია ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ხელმძღვანელობით.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მილერს „ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მრჩეველი“ უწოდა, ხოლო უაილსი „შესანიშნავი
სამუშაოს“ შესრულებისთვის შეაქო. ტრამპმა აღნიშნა, რომ ცვლილება ძალაში ორშაბათიდან შევა.
თეთრი სახლის ოფიციალური პირის ცნობით, უაილსი, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება ხუთშაბათს ღამით წარადგინა, ტრამპის პოლიტიკურ გუნდში გადაინაცვლებს.
ტრამპმა სტივენ მილერი დააწინაურა ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე, ის სუზან უაილსს შეცვლის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე სუზან უაილსი სტივენ მილერით ჩაანაცვლა.
ფორუმი