Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი რაკეტა ჩამოვარდა ირანის კუნძულ ქეშმზე - ირანის სააგენტოები

ირანის კუნძული ქეშმი. სატელიტური ფოტო, გადაღებული 16 აგვისტოს, 2026 წელი
ირანის კუნძული ქეშმი. სატელიტური ფოტო, გადაღებული 16 აგვისტოს, 2026 წელი

Reuters-ის სააგენტო ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირველადი ცნობებით, ორი რაკეტა ჩამოვარდა ირანის კუნძულ ქეშმზე.

ეს ყველაზე დიდი კუნძულია ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში.
შესაძლო ზიანის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
Tasnim-მა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც ინციდენტს შესაბამისი უწყებები დაადასტურებენ.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ მანამდე გავრცელებულ ცნობაში აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოწმეების თქმით, ორი ჭურვი ჩამოვარდა სამხრეთ ირანში მდებარე კუნძულ ქეშმის სუზას რაიონში, მას შემდეგ, რაც კუნძულის თავზე თვითმფრინავის ხმა გაისმა.

სახელმწიფო მედია იტყობინება არმიის განცხადების შესახებ, რომ კუნძულ ქეშმის თავზე MQ-9-ის ტიპის აშშ-ის დრონი MQ-9 ჩამოაგდო.

კატარის საერთაშორისო მედიის ოფისმა უარყო მანამდე გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა ომის დასასრულებლად, და ეს მტკიცება სიცრუედ და შეცდომაში შემყვანად აღწერა. ოფისმა განაცხადა, რომ კატარის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ ორივე მხარე განაგრძობს მუშაობას შეთანხმების მიღწევის მიმართულებით.

განცხადებაში წერია ასევე,, რომ კატარის შუამავლობის ძალისხმევა გრძელდება, ვაშინგტონთან და თეირანთან მჭიდრო კოორდინაციით, მოლაპარაკებების მხარდასაჭერად.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG